შპს ,,თდასუ“-ს XX I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებსადა პროფესორ-მასწავლებლებს ,,თდასუ“-ს XX I სამეცნიერო - საუნივერსიტეტო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ მიმართულებებზე:
· 1. ეკონომიკა და ბიზნესი
· 2. სამართალი
· 3. ფილოლოგია
· 4. მედიცინა
სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 2019 წლის 31 მაისს 11 საათზე შპს თბილისის დავით აღმაშენებლის
სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში,
მისამართი : რუსთავის გზატკეცილი N18-22.
საუნივერსიტეტო კონფერენციის მნიშვნელოვანი თარიღები:
30 აპრილი - საკონფერენციო მასალის ანოტაციების (1გვერდი) წარმოდგენის ბოლო ვადა.
10 მაისი - კონფერენციაში მონაწილე შერჩეული კანდიდატების ინფორმირების ვადა.
15 მაისი - საკონფერენციო ნაშრომის სრული ვერსიის ჩაბარების ვადა.
ნაშრომის გაფორმების წესი:
თავფურცელი - მოხსენების სათაური, მომხსენებლის გვარი, სახელი, სასწავლო სტატუსი (სამეცნიერო ხარისხი), მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული
ფოსტის მისამართი; სტუდენტის შემთხვევაში - საკონფერენციო ნაშრომის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სტატუსი
ტექსტის ენა: ქართული, ინგლისური და რუსული
გვერდების რაოდენობა 5-7 (A4 ფორმატი);
შრიფტი -Sylfaen;
შრიფტის ზომა - 12;
სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;
ნაშრომის ბოლოს უნდა დაერთოს ანბანის მიხედვით დალაგებული გამოყენებული ლიტერატურის სია.
ნაშრომს უნდა დაერთოს რეზიუმე.
შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.
კონფერენციაში მონაწილეობა - უფასოა.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თეზისები და საბოლოო ნაშრომი შემდეგ ელ.ფოსტაზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
სტუდენტური თვითმმართველობის
ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი
2019 წლის 29 მარტი
10 საათიდან – 17 საათამდე
VI სართული აუდიტორია №605
გამოიცა უნივერსიტეტის პროფესორ აიდა ქიტაშვილის სახელმძღვანელო „ეკონომიკური ანალიზი“, რომელიც განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის. სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება უნივერსიტეტში, 2019 წლის პირველ აპრილს. ეკონომიკური ანალიზით დაინტერესებულ პირებს (სტუდენტებს,პედაგოგებს) წიგნი გადაეცემათ საჩუქრად.
23 მარტს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის თვითმართველობის წევრებმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომით მოინახულეს მარტყოფის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, მიუტანეს საჩუქრები, ტკბილეული და წიგნები. მთელი დღე ბავშვებთან ერთად გაატარეს, ითამაშეს მათთან ერთად და დღის უმეტესი ნაწილი ლიტერატურის კითხვაში გაატარეს. პატარები ძალიან კმაყოფილი დარჩნენ.
შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური - ადმინისტრაციული თანამდებობების დასაკავებლად:
ა) უმაღლესი განათლების ფაკულტეტის დეკანი - 1 საშტატო ერთეული, ანაზღაურება - თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;
ბ) რექტორის თანაშემწე - 1 საშტატო ერთეული, ანაზღაურება - თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;
გ) უმაღლესი განათლების ფაკულტეტის მენეჯერი - 1 საშტატო ერთეული, ანაზღაურება - თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;
დ) ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსხურის უფროსი - 1 საშტატო ერთეული, ანაზღაურება - თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის სახელზე წერილობით განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია - (CV);
გ) 1 ფოტო სურათი- ზომით ( 3X4);
დ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა სამუშაო ადგილიდან;
ე) სამოტივაციო წერილი.
თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი 2019 წლის 5 თებერვლიდან აცხადებს ღია კონკურსს ვაკანტურ ადგილებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებით:
1.1. ბიზნესისადმინსიტრირება:
ა) პროფესორი - 3 ვაკანსია;
ბ) ასოცირებული პროფესორი - 6 ვაკანსია;
გ) ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანსია;
დ) ასისტენტი - 2 ვაკანსია.
1.2. ჰუმანიტარულიმეცნიერებანი:
ა) ქართული ფილოლოგია:
ბ) პროფესორი - 1 ვაკანსია;
გ) ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
დ) ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;
ე) ასისტენტი - 1 ვაკანსია.
ბ) ინგლისურიფილოლოგია:
ა) პროფესორი - 1 ვაკანსია;
ბ) ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
გ) ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;
დ) ასისტენტი - 1 ვაკანსია.
გ) გერმანული ფილოლოგია
ა)პროფესორი - 1 ვაკანსია;
ბ) ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
გ) ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;
დ) ასისტენტი - 1 ვაკანსია.
1.2 ჯანდაცვა:
ა) სტომატოლოგია:
1.3 ინჟინერია:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიები:
საკონკურსო კრიტერიუმები:
1.პროფესორის აკადემიური თანამდებობისათვის:
ა) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
ბ) არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო- პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
2.2 ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობისათვის:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
ბ) არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 21 დეკემბერს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა კომპანია “SEGREX AUTO GALLERY“-ს დირექტორი ბატონი კობა ბაზაძე, რომელიც შეხვდა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებს და საჯარო ლექცია წაიკითხა. სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს თანამედროვე ბიზნესის სფეროში არსებული მოთხოვნების მიმართ და შეკითხვები დაუსვეს სტუმარს.
თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობას:
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 20 ადგილი
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი
სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ადგილი
სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი
თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვრა:
1. ბიზნესის ადმინისტრირების/ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო; სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები:
სტუდენტთა/პირველსემესტრელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 3 სექტემბერი - 13 სექტემბერი;
სტუდენტთა/პირველსემესტრელთა აკადემიური რეგისტრაცია: 13 - 17 სექტემბერი;
სააუდიტორიო მეცადინეობები: 17 სექტემბერი - 18 იანვარი;
საშობაო არდადეგები: 29 დეკემბერი - 7 იანვარი;
საგამოცდო პერიოდი: 21 იანვარი - 1 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 4 - 15 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).
არდადეგები: 16 თებერვალი - 3 მარტი.
2. ბიზნესის ადმინისტრირების/სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
სააუდიტორიო მეცადინეობები: 1 ოქტომბერი - 25 იანვარი;
საგამოცდო პერიოდი: 28 იანვარი - 8 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 11 - 22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).
არდადეგები: 23 თებერვალი - 3 მარტი.