Erasmus+ ეროვნული ოფისი მართავს JMD სემინარს დაინტერესებული პირებისთვის. დასწრების მსურველებს ვთხოვთ მოგვწერონ ელ ფოსტაზე - This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ღონისძიება გაიმართება 27 სექტემბერს, 16:00სთ-ზე მიცკევიჩის 27ბ, IV სართ. E rasmus+ offfic
პირველკურსელთა საყურადღებოდ! |
შპს. თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რეგისტრაციას აწარმოებს 1 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 10:00დან - 18:00 მდე , კვირის გარდა. სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს. პირველკურსელთა რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტი: “ტერაბანკი” ანგარიშის ნომერი: GE66KS0000000004151229 კოდი: AGREGE22. სწავლის წლიური საფასურის გადახდის ქვითარში მიეთითოს სტუდენტის გვარი, სახელი, სემესტრი და საგანმანათლებლო პროგრამა. მისამართი: სულხან ცინცაძის #24; VI სართული, ოთახი #603. საკონტაქტო პირი ანა მამაცაშვილი, მობ: +995 59 2 92 22 44; გულნარა იმედაშვილი, მობ:+995 555 32 32 11. |
შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს! |
ინფორმაციის სანახავად მიყევით მბულს
2019 წლის 16 ივლისს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გაფართოებული
შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორის ანზორ შარაშენიძის , ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დავით გუბელაძის
უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან. რექტორმა შეაჯამა განვლილი სასწავლო წელი. გაიმართა გულახდილი
დიალოგი უნივერსიტეტის სამომავლო პერსპექტივებზე.
2019 წლის 7 ივნისს გაიმართა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დავით გუბელაძის შეხვედრა სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და დამსაქმებლებთან. შეხვედრის ძირითადი თემა:,, სასწავლო პროგრამების მოდიფიცირება და მათი შესაბამისობა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის თანამედროვე მოთხოვნებთან’.
ნანა სულაძე მედიცინის აკადემიური დოქტორი, საერთაშორისო სტომატოლოგიის ცენტრი „აისო“ -ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური მიმართულების სტუდენტებს შეხვდა და ესაუბრა თემაზე: „კბილის კარიესის მართვა და პროფილაქტიკა ბავშვთა ასაკში“.
საერთაშორისო სტომატოლოგიის ცენტრი „აისო“ თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორია.
თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტები შეძლებენ, ჩაერთონ სტაჟირების პროგრამაში და დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება.
2019 წლის 31 მაისს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში , რუსთავის გზატკეცილი N18-22 მდებარე საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა XXI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ანზორ შარაშენიძემ. იგი მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს და მათ წარმატებები უსურვა.