2019 წლის 23 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის,
უფროსი შრომის ინსპექტორის - მაია მიქაიას საჯარო ლექცია თემაზე: „შრომის უსაფრთხოება და
იძულებითი შრომა“.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები,
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
თემა:,,გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას, მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია’’
სისხლის უანგარო დონორობა მთელ მსოფლიოში საპატიო და საამაყოა!
უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ გულთან ახლოს მიიტანა სრულიად უცხო ადამიანების განსაცდელი და წამოიწყო აქცია : ,,უწილადეთ სისხლი! აჩუქეთ სიცოცხლე’’! უამრავმა სტუდენტმა სისხლი გაიღო უანგაროდ. მადლობა მათ ამ ქველმოქმედებისთვის.
|
|
|
|
|
|
|
|
სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით და საქართველოს სტუდენტური ასოციაციის მხარდაჭერით სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ვიმყოფებოდით ექსკურსიაზე სამხრეთ საქართველოში. დავათვალიერეთ რაბათის ციხე, ვარძია, ვერძიის დედათა და მამათა მონასტერი(XI-XII სს.)
28 ოქტომბერს თდასუს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საჯარო ლექცია და პრეზენტაცია პროექტისა: ,,ჯანმრთელობის სამედიცინო დაზღვევა და დასაქმება''. ლექციას გაუძღვა ჯი.პი.აი ჰოლდინგის თანამშრომელი მარინა გოგიჩაიშვილი.სტუდენტებმა დიდი კმაყოფილება გამოთქვეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში, როგორც დაზღვევის ასევე დასაქმების პროგრამაში ჩართულობაში.. რამდენიმე სტუდენტი მომავალი დასაქმების მიზნით დარეგისტრირდა ჰოლდინგის მიერ შეთავაზებულ მენეჯერის მოსამზადებელ პროგრამაზე.