2019 წლის 23 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის,
უფროსი შრომის ინსპექტორის - მაია მიქაიას საჯარო ლექცია თემაზე: „შრომის უსაფრთხოება და
იძულებითი შრომა“.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები,
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.