შპს ,,თდასუ“-ს XX I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებსადა პროფესორ-მასწავლებლებს ,,თდასუ“-ს XX I სამეცნიერო - საუნივერსიტეტო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ მიმართულებებზე:
· 1. ეკონომიკა და ბიზნესი
· 2. სამართალი
· 3. ფილოლოგია
· 4. მედიცინა
სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 2019 წლის 31 მაისს 11 საათზე შპს თბილისის დავით აღმაშენებლის
სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში,
მისამართი : რუსთავის გზატკეცილი N18-22.
საუნივერსიტეტო კონფერენციის მნიშვნელოვანი თარიღები:
30 აპრილი - საკონფერენციო მასალის ანოტაციების (1გვერდი) წარმოდგენის ბოლო ვადა.
10 მაისი - კონფერენციაში მონაწილე შერჩეული კანდიდატების ინფორმირების ვადა.
15 მაისი - საკონფერენციო ნაშრომის სრული ვერსიის ჩაბარების ვადა.
ნაშრომის გაფორმების წესი:
თავფურცელი - მოხსენების სათაური, მომხსენებლის გვარი, სახელი, სასწავლო სტატუსი (სამეცნიერო ხარისხი), მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული
ფოსტის მისამართი; სტუდენტის შემთხვევაში - საკონფერენციო ნაშრომის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სტატუსი
ტექსტის ენა: ქართული, ინგლისური და რუსული
გვერდების რაოდენობა 5-7 (A4 ფორმატი);
შრიფტი -Sylfaen;
შრიფტის ზომა - 12;
სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;
ნაშრომის ბოლოს უნდა დაერთოს ანბანის მიხედვით დალაგებული გამოყენებული ლიტერატურის სია.
ნაშრომს უნდა დაერთოს რეზიუმე.
შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.
კონფერენციაში მონაწილეობა - უფასოა.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თეზისები და საბოლოო ნაშრომი შემდეგ ელ.ფოსტაზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.