შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური - ადმინისტრაციული თანამდებობების დასაკავებლად:
ა) უმაღლესი განათლების ფაკულტეტის დეკანი - 1 საშტატო ერთეული, ანაზღაურება - თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;
ბ) რექტორის თანაშემწე - 1 საშტატო ერთეული, ანაზღაურება - თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;
გ) უმაღლესი განათლების ფაკულტეტის მენეჯერი - 1 საშტატო ერთეული, ანაზღაურება - თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;
დ) ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსხურის უფროსი - 1 საშტატო ერთეული, ანაზღაურება - თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის სახელზე წერილობით განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია - (CV);
გ) 1 ფოტო სურათი- ზომით ( 3X4);
დ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა სამუშაო ადგილიდან;
ე) სამოტივაციო წერილი.
უმაღლესი განათლების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - დიპლომი/ები (დამოწმებული ასლი/ები) ან ცნობა;
ბ) სამუშაო გამოცდილება - მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
დ) უცხო ენის ცოდნა - (სასურველია ინგლისური ენა), რომელიც დასტურდება ინგლისური ენის სერტიფიკატით;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
უმაღლესი განათლების ფაკულტეტის დეკანის თნამდებობაზე კანდიდატს უნდა შეეძლოს:
ა) ფაკულტეტის სასწავლო განრიგისა და სწავლების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება;
ბ) სტუდენტთა პირველადი ადმინისტრაციული და სემესტრული რეგისტრაციის სათანადოდ ორგანიზება;
გ) სასწავლო პროცესის ორგანიზება, სასწავლო და საგამოცდო ცხრილების შედგენაზე კონტროლი;
დ) სტუდენტთა სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა, აკადემიურ შვებულებაში გასვლა/ შვებულებიდან დაბრუნება, წახალისება / დისციპლინური პასუხისმგებლობა, სტიპენდიების დანიშვნა და მოხსნის ბრძანების პროექტის მომზადებისათვის სათანადო დოკუმენტაციის მომზადება, სტუდენტთა სასწავლო და საწარმოო პრაქტიკაზე გაგზავნის ვადების განსაზღვრა;
ე) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საჭირო ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისიდოკუმენტების პროექტების მომზადება, ასევე, დადგენილი წესით სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;
რექტორის თანაშემწის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნებია :
ა) უმაღლესი განათლება - დიპლომი/ები (დამოწმებული ასლი/ები) ან ცნობა;
ბ) სამუშაო გამოცდილება - მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) უცხო ენის ცოდნა - (სავალდებულოა - ინგლისური ენა), რომელიც დასტურდება ინგლისური ენის (B 2- დონის) სერტიფიკატით;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
რექტორის თანაშემწის კანდიდატს უნდა შეეძლოს:
ა) შეხვედრების ორგანიზება/მოწყობა;
ბ) საჭირო ინფორმაციის დამუშავება, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და სხვა, როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან / ასოციაციებთან.
მენეჯერის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - დიპლომი/ები (დამოწმებული ასლი/ები) ან ცნობა;
ბ) სამუშაო გამოცდილება - მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) უცხო ენის ცოდნა - (სავალდებულოა - ინგლისური ენა), რომელიც დასტურდება ინგლისური ენის სერტიფიკატით;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
მენეჯერის თანამდებობაზე კანდიდატს უნდა შეეძლოს:
ა) დეკანისა და დეკანის მოადგილის მოთხოვნების შესრულება სასწავლო პროცესთან დკავშირებით;
ბ) უმაღლესი განათლების ფაკულტეტზე სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება;
გ) სტუდენტის სასწავლო პროცესზე საგანმანათლებლო პროგრამის სწორად ორიენტირება;
დ) სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
ე) აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში წარმოქმნილი ხარვეზების დაფიქსირება და ზომების მიღება მათ აღმოსაფხვრელად;
ვ) მობილობის წესით გადმოსულ სტუდენტთა სასწავლო პროცესში ინტეგრირების ხელშეწყობა;
ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის უფროსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - დიპლომი/ები (დამოწმებული ასლი/ები) ან ცნობა;
ბ) სამუშაო გამოცდილება - მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) საბუღალტრო და საოფისე პროგრამების ცოდნა;
ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კანდიდატს უნდა შეეძლოს:
ა) სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) საბიუჯეტო მაჩვენებლების შესრულების სისტემატური ზედამხედველობა;
გ) ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია;
დ) სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების მხარდაჭერის, მათ შორის, ფინანსური
მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება;
ე) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზების უზრუნველყოფა მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) ფულადი სახსრების დროული და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფა;
ზ) კომუნალური მომსახურების გადასახადების გადახდაზე კონტროლის
უზრუნველყოფა.
საბუთების მიღების ვადა – 2019 წლის 20 თებერვლიდან - 27 თებერვლამდე (შაბათ -კვირის გარდა) 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სასწავლო უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში მისამართზე: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა N24; VI სართული; ოთახი N605; საკონტაქტო ტელეფონი: 237 88 66; 592 922244.
განცხადებისა და ანკეტის ფორმები: განცხადების ფორმა ; ანკეტა
.
კონკურსის პირველი ეტაპი: საბუთების გადარჩევა – 2019 წლის 27 თებერვლს;
კონკურსის მეორე ეტაპი: საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – 2019 წლის 28 თებერვალს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).
კონკურსში გასულ პირთა სია გამოქვეყნდება სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე (www.tdasu.edu.ge) 2019 წლის 4 მარტს.