სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 21 დეკემბერს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა კომპანია “SEGREX AUTO GALLERY“-ს დირექტორი ბატონი კობა ბაზაძე, რომელიც შეხვდა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებს და საჯარო ლექცია წაიკითხა. სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს თანამედროვე ბიზნესის სფეროში არსებული მოთხოვნების მიმართ და შეკითხვები დაუსვეს სტუმარს.