თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობას:
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 20 ადგილი
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი
სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ადგილი
სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი
მსურველთა რეგისტრაციამობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე იწყება 17 იანვრის 12:00 საათზე და გაგრძელდება პირველი თებერვლის 18:00 საათამდე.
მობილობის უფლებამოპოვებული სტუდენტები ვალდებულნი არიან 6 თებერვლიდან 11 თებერვლამდე უნივერსიტეტში წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის/სკოლის/ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი.
6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ან დიპლომის ნოტარიალური წესით დამოწმებული ასლი;
8. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
9. 2 ფოტოსურათი 3X4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
საბუთების მიღება ყოველდღე 10:00 – 18:00 სთ. (შაბათ-კვირის გარდა)
სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება და გაცნობა: 6 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით;
ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების გამოცემის ვადა - 2019 წლის პირველ მარტამდე.
მისამართი:
ქ. თბილისი, ს. ცინცაძის N 24; VI სართული; N 605 ოთახი;
საკონტაქტო პირები:
დავით გუბელაძე (+995) 599 50 51 51
ირინე ვაშაკიძე (+995) 577 71 50 70;