შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

 

 

   

 

შენობის ხედი
უნივერსიტეტის ეზო
გელათი
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით
დავითმა მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე"
ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა
სტომატოლოგიური კაბინეტი
კომპიუტერული კლასი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი


შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

SHOTA RUSTAVELI NATIONAL SCIENCE FOUNDATION OF GEORGIA

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის


ჟან მონეს ახალი პროექტები

 

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოთ

 ევროპის საბჭოს მიერ უმაღლესი

დაწესებულებებისათვის გამოცხადებული
საგრანტო კონკურსზე განცხადებების
შემოტანის ბოლო ვადაა

17 ოქტომბერი.
პროექტების წარდგენა შეუძლიათ უმაღლესი დაწესებულებებს თბილისიდან,
ქვემო ქართლიდან, სამცხეჯავახეთიდან და აჭარიდან. თითოეული პროექტის მაქსიმალური
ბიუჯეტია
4 000 ევრო.
საგრანტო კონკურსის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება:
აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. სათაურით Georgia – small grant proposal
მეტი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://www.coe.int/ka/web/tbilisi/-/call-for-proposals-for-small-grants-for-universities
დაინტერესებულ პერსონალს დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ, გთხოვთ
დაგვიკავშრდეთ
უმაღლესი განათლების ფაკულტეტის დეკანატი

 
 

აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საყურადღებოთ

 

ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ევროპულ Erasmus+ საგრანტო პროგრამებში გთხოვთ  30 სექტემბრამდე  მიმართოთ ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელს დავით გუბელაძეს რათა დაესწროთ  უცხოელი პარტნიორი უნივერსიტეტების  შეხვედრას

( სასურველია აკადემიური პერსონალიდან  მონაწილე ფლობდეს ინგლისურ ენას კარგად და ჰქონდეს გრანტებში მონაწილეობის გამოცდილება)

ამა წლის 30-31 ოქტომბერს Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი აწყობს საკონტაქტო სემინარს ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. სემინარის მიზანია მომავალი კონკურსისათვის პარტნიორების მოძიება. დღევანდელი მდგომარეობით სემინარში მონაწილეობა დაადასტურა ევროპის 10 ქვეყნის 59-მა წარმომადგენელმა. მონაწილეთა სია და ღონისძიების პროგრამა გაეცნობით ხარისხის სამსახურში

 
საკონტაქტო სემინარს მასპინძლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (I კორპუსი).
პირველ დღეს, 30.10 იქნება ზოგადი ხასიათის პრეზენტაციები, ხოლო მეორე დღეს, 31.10 გამოყოფილია საკმაო დრო უშუალო კომუნიკაციისათვის (ე.წ. speed dating).
ყველა უნივერსიტეტს ექნება საშუალება, წარმოადგინოს თავისი სარეკლამო მასალა - თითო უნივერსიტეტზე თითო მაგიდა იქნება გამოყოფილი. ჯერ (09:30-11:00) 
ჩვენი ევროპელი პარტნიორები დაიკავებენ ადგილს და თქვენ შეგეძლებათ მიხვიდეთ და გაესაუბროთ თქვენთვის საინტერესო პოტენციურ პარტნიორებს, ხოლო მერე  (11:00-12:30) ქართული უნივერსიტეტები დაიკავებენ ადგილებს და უკვე ევროპელი კოლეგები "მოგაკითხავენ". ასევე გექნებათ საშუალება უშუალოდ თქვენს უნივერსიტეტებში უმასპინძლოთ პარტნიორებს
 
 
უმაღლესი განათლების ფაკულტეტის დეკანატი
 
 
 

სტუდენტების საყურადღებოთ

დასაქმების ფორუმის ჩატარება
 
 მსოფლიოს უმსხვილესი ჰოლანდიური  სუპერმარკეტების ქსელი  „სპარი“   2014 წლიდან საქართველოშია!
„სპარის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, ჩვენი სტუდენტებისთვის/კურსდამთავრებულებისთვის გვთავაზობს
    1. დასაქმების ფორუმის ჩატარებას
რა ინტერესი გვაქვს დასაქმების ფორუმი ჩატარდეს შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში ?
  • ჩვენს სტუდენტებს საშუალება  მიეცემათ ახლოს გაიცნონ მსოფლიოს უმსხვილესი ჰოლანდიური სუპერმარკეტების ქსელი და მასში მიმდინარე პროცესები;
  • მიიღონ  დეტალურ ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ;
  • მიიღონ პასუხი კითხვებზე: შევძლებ თუ არა სწავლას და მუშაობას ერთად? მექნება თუ არა ხელშეწყობა დამსქმებლის მხრიდან?....;

 

  1. პრაქტიკის ხელშეკრულების, მემორანდუმის გაფორმებას
სტუდენტების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ დასაქმების კოორდინატორს ქალბატონ . ნინო სებისკვერაძეს, რათა მოხდეს შეხვედრის თარიღის და საათის დაზუსტება..
 
უმაღლესი განათლების ფაკულტეტის დეკანატი

რექტორის შეხვედრა პირველკურსელ სტუდენტებთან

2019 წლის 23 სექტემბერს  თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის აუდიტორიაში  გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორის ანზორ შარაშენიძის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დავით გუბელაძის, უმაღლესი განათლების ფაკულტეტის დეკანის გულნარა იმედაშვილის და აკადემიური პერსონალის შეხვედრა სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირველი კურსის სტუდენტებთან