შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

 

 

   

 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

მაგისტრატურა

პროგრამის მიზნები

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა  შესაბამისობაშია სასწავლო უნივერსიტეტის მისიასთან. პროგრამა უზრუნველყოფს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით თეორიულ  და კვლევაზე დაფუძნებულ ღრმა და სისტემურ ცოდნის მიწოდებას, ბიზნეს ორგანიზაციების საქმიანობის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და ეფექტური მართვის, რისკების ანალიზისა და მათი პრევენციის უნარების გამომუშავებას. ამ მიზნის  შესაბამისად, სამაგისტრო  პროგრამაში ”ბიზნესის ადმინისტრირება” სწავლების ძირითადი  მიზნები  და ამოცანები შემდეგია: მომზად­დეს შრომით ბაზარზე კონ­­კურენტუნა­რიანიბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკა­დე­­მიური ხა­რის­ხის მქო­ნე სპეციალისტი, რო­მელ­საც ექნება ლოკალიზაციის პროცესების ღრმა და სისტემური ცოდნა. აგრეთვე, დაეუფლოს ბიზნესში მისი ფუნქციონალური სფეროების თავისებურებებს, ბიზნესის თეორიებს, კანონზომიერებებსა  და  განვითარების ტენდენციებს,  საერთაშორისო   ბიზ­ნე­სის ფორ­მებსა და რეგულირების მე­თოდებს, საერთაშორისო მარკეტინგს და სხვა აქტუალურ საკითხებს. ყოველივე ეს სტუდენტს მისცემს აღნიშნული სფეროს  ღრმა და სის­ტე­მურ ცოდნას, რაც მას დაეხმარება ახალი ორიგინალური იდეების შემუშავებასა და ცალკეული პრობლემების გადაჭრის გზების გაცნობიერებაში.

 

პროგრამის სტრუქტურა

კრედიტები სასწავლო კურსებზე გადანაწილებულია შემდეგი პრინციპით

პროგრამის სავალდებულო სასწავლო კურსები - 48კრედიტი;

პროგრამის არჩევითისასწავლო კურსები  – 27კრედიტი (  38 კრედიტიდან)

სამაგისტრო კვლევის პროექტი - 5 კრედიტი;

სამაგისტრო ნაშრომის თეორიულ - ექსპერიმენტალური კვლევა -10 კრედიტი;

სამაგისტრონაშრომი - 20 კრედიტი

პრაქტიკა -10 კრედიტი

სულ - 120 კრედიტი

 

დასაქმება და სწავლის გაგრძელება

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში, საერთაშორისო ბიზნესკომპანიებში.

მაგისტრატურის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა   (pdf)