შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

 

 

   

 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

ბაკალავრიატი

პროგრამის მიზნები

 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მთავარი მიზანიაბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს ბიზნეს-პროცესებისა და ორგანიზაციების მართვას, რაშიც მას დაეხმარება მმართველობითი საქმიანობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების საფუძვლიანი ცოდნა და პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.  "ბიზნესის ადმინისტრირების" საბაკალავრო პროგრამით სპეციალისტთა მომზადების აქტუალობა განპირობებულია საქართველოს ინტეგრაციის აუცილებლობით მსოფლიო ეკონომიკაში,  საბაზრო ეკონომიკის ადეკვატური ინსტიტუტების და ურთიერთობების ჩამოყალიბების შეუქცევადი ხასიათით ჩვენს ქვეყანაში, რამაც მეწარმეობისა და ბიზნესის სფეროებში ათასობით ადამიანის დასაქმება გამოიწვია. შესაბამისად, გაჩნდა და ყოველდღიურად იზრდება ბიზნესის სფეროსათვის კვალიფიციური მენეჯერების მომზადების მოთხოვნა ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

 

პროგრამის სტრუქტურა

კრედიტები სასწავლო კურსებზე გადანაწილებულია შემდეგი პრინციპით:

·      საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები - 35კრედიტი;

·      საუნივერსიტეტო  არჩევითი სასწავლო კურსები - 10 კრედიტი  ( 30 კრედიტიდან)

·      სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსები - 115 კრედიტი

·      სპეციალობის არჩევითი სასწავლოკურსები -  50კრედიტი  (95 კრედიტიდან)

·      პროფესიული პრაქტიკა - 10 კრედიტი

·      თავისუფალი სასწავლო კურსი/კურსები - 20 კრედიტი

 

დასაქმება და სწავლის გაგრძელება

 

თდასუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის  კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში. სწავლის განმავლობაში მუდმივად ხდება საქმიანი და სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავება, როგორც სასწავლო პროცესისა და სასწავლო პროექტების განხორციელების, ასევე პრაქტიკის გავლის გზით, რაც სტუდენტს გაუადვილებს დასაქმებას და საერთაშორისო შრომის ბაზარზე მოაპოვებინებს უპირატესობას. საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლის გაგრძელება სამაგისტრო პროგრამაზე, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (pdf)