შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

სასწავლო უნივერსიტეტის მისია

  • სასწავლო უნივერსიტეტის მისიაასასწავლო  და სამეცნიერო  სივრცეში საგანმანათლებლო საქმიანობა, მაღალიმოქალაქეობრივითვითშეგნების, ეროვნულიცნობიერებისადალიბერალური ღირებულებების დამკვიდრება, ახალგაზრდა მაღალკვალიფიცირებული პროფესიონალი კადრების მომზადება;
  • უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან   თანამშრომლობა;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია;
  • შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად სტუდენტთა დასაქმებისა და ინიციატივების მხარდაჭერა;
  • უცხოელი და ადგილობრივი სტუდენტების დაახლობა, სასწავლო პროცესის ინტერნაციონალიზაცია.

 

  • მისიის განსახორციელებლად სასწავლო უნივერსიტეტი:
  • ხელმძღვანელობს  საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროსა და სსსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ სტანდარტებითა და რეკომენდაციებით;

ახორციელებს ხარისხის შიდა და გარე შეფასებას;

  • ნერგავს სწავლების თანამედროვე მეთოდებს;
  • ეწევა ფასიან საგანმანათლებლო საქმიანობას;
  • ხელს უწყობს კვალიფიციური პედაგოგიური კადრების მოზიდვას;
  • ზრუნავს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
  • აახლებს სასწავლო პროცესის ინფრასტრუქტურას;
  • შეიმუშავებს  სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების მოკლევადიან (სამწლიან) და გრძელვადიან (სვიდწლიან ) სტრატეგიული განვითარების  გეგმებს;
  •  ხელს უწყობს  ინდივიდის პიროვნული და პროფესიული ზრდისათვის გარემოს შექმნას და  უზრუნველყოფს უწყვეტი განათლების მიღებას;
  • განსაზღვრავს  მისაღებ კონტიგენტს,  აკადემიური პროგრამების  რაოდენობას და მისი შემდგომი გაზრდის შესაძლებლობებს;
  • ადგენს სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტს და განკარგავს მის ხარჯვით ნაწილს;
  • აწყობს დამსაქმებელთა და სტუდენტთა შეხვედრებს, ეხმარება მათ შემდომ თანამშრომლობაში;
  • ხელს უწყობს  სასწავლო უნივერსიტეტის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას;