თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

შენობის ხედი
უნივერსიტეტის ეზო
გელათი
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით
დავითმა მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე"
ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა
სტომატოლოგიური კაბინეტი
კომპიუტერული კლასი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობას

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობას:

1.     სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ფაკულტეტი:

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა  –  25     ადგილი;

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა  –  10  ადგილი;

2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა  - 15 ადგილი;

3. იურიდიული ფაკულტეტი:

სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 10  ადგილი.

მსურველთა  რეგისტრაცია 2018  წლის 18 იანვრიდან  1 თებერვლის ჩათვლით მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე.

მობილობის უფლებამოპოვებული სტუდენტები ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში -  6 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით უნივერსიტეტში წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება;

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის/სკოლის/ბეჭდითა და 

კანის ხელმოწერით

4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი.

6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის

7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატისან დიპლომის ნოტარიალური წესით დამოწმებული ასლი;

8. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში

9. 2 ფოტოსურათი 3X4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

საბუთების მიღება ყოველდღე 10:00 – 18:00 სთ. (შაბათ-კვირის გარდა)

სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება და გაცნობა 6 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით;

სტუდენტებისათვის ხელშეკრულების გაფორმება27-28 თებერვალი.

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში

06 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით;

მისამართი:

. თბილისი, . ცინცაძის N 24; VI სართული; N 605 ოთახი;

საკონტაქტო პირებ:

ირინე ვაშაკიძე (+995) 577 71 50 70;

ანა მამაცაშვილი (+995) 592 92 22 44.



 


 

საახალწლო კარნავალი

25 დეკემბერს, თდასუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტში საახალწლო კარნავალი მოაწყვეს.სტუდენტებს, პროფესორებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებსდამდეგი 2018 წელი მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ა.შარაშენიძემ. მონაწილეებმა, ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებსა და ლექტორებს შორის  გამოავლინეს სხვადასხვა სახალისო ნომინაციის მფლობელი და დააჯილდოვეს შესაბამისი სერთიფიკატებითა და საჩუქრებით. შემდეგ უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაათამაშეს „სეკრეტ სანტა“ და მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები.კარნავალი მხიარული ცეკვებითა და სახალისო ნომრებით გაგრძელდა.

ვრცლად...

თდასუ-ს სტუდენტები მარტყოფის ბავშვთა სახლში

ტრადიცია გრძელდება. წელს უკვე მეორედ, ბავშვთა სახლის მობინადრეები საჩუქრებითა და ტკბილეულით გავახარეთ.    

 

Welcome Party თდასუ-ში

14 ოქტომბერს, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში სტუდენტებისათვის Welcome Party გაიმართა. სტუდენტებს მისალოცი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ანზორ შარაშენიძემ, რომელმაც  სტუდენტებსა და პროფესორებს უნივერსიტეტის დაარსებიდან 25 წლისთავი მიულოცა. რექტორმა წარმატებები უსურვა ახალგაზრდებს უმაღლეს საგანმანათლებლო  ეტაპზე.  სტუდენტებმა  სიმბოლურად  დაჭრეს ტორტი და დაუვიწყარი საღამო გაატარეს.

 

 

ვრცლად...

პირველკურსელები გელათში

7 ოქტომბერს, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელები ტრადიციულად, უნივერსიტეტის რექტორის მიწვევით, ქუთაისში გაემგზავრნენ. სტუდენტებმა დაათვალიერეს გელათის სამონასტრო კომპლექსი. პირველკურსელები დალოცა მონასტრის წინამძღვარმა მამა იოანემ და წარმატებები უსურვა მათ სწავლასა და პროფესიულ საქმიანობაში.

 

ვრცლად...

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

წელს, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის დაარსებიდან 25 წელი შესრულდა. სიმბოლურად, ეს დღე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაამთხვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს“ და ამ ფესტივალის ფარგლებში,  29 სექტემბერს,  უნივერსიტეტში გაიმართა  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ბიზნესისა და სამართლის სფეროს აქტუალური პრობლემები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებმა და დოქტორანტებმა. კონფერენციის დაწყებამდე, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ანზორ შარაშენიძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუდენტებსა და პროფესორებს და მიულოცა ღირსშესანიშნავი თარიღი. უნივერსიტეტის დამსახურებულ პროფესორებსა და თანამშრომლებს საგანმანათლებლო პროცესში აქტიური მონაწილეობისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ საპატიო სიგელები. კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით,ხოლო მათი ნაშრომები დაიბეჭდება უნივერსიტეტის რეფერირებად ჟურნალში „აღმაშენებელი“.

 

ვრცლად...

კონფერენცია პროგრამული აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით

22-23 სექტემბერს გუდაურში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია „აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში აკრედიტაციის სისტემაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ამერიკისა და ევროპის აკრედიტაციის სააგენტოების წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. კონფერენცია გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ექსპერტებმა. თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ რექტორი, პროფესორი ანზორ შარაშენიძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფ. ირინე ვაშაკიძე.

 

  

ვრცლად...

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში 2017-18 სასწავლო წელი დაიწყო

პირველკურსელებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ანზორ შარაშენიძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი პროფესორი ირინე ვაშაკიძე, რომელთაც სტუდენტებს გააცნეს უნივერსიტეტის ისტორია, სტუდენტური ცხოვრება და სასწავლო პროცესი.

 

  

ვრცლად...

პირველსემესტრელთა საყურადღებოდ!

შპს. თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით სწავლების უფლებამოპოვებული პირების  რეგისტრაცია იწარმოებს 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 10:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა.

რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

1.   პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

2.   სრული ზოგადი განათლების დოკუმენტის ნოტარიალური  წესით დამოწმებული  ასლი;

3.   2 ფოტოსურათი 3X4-ზე  CD-თან ერთად;

4.   სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)

5.   სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი

საბანკო რეკვიზიტი: ტერაბანკი”    

ანგარიშის ნომერი: GE66KS0000000004151229

კოდი: AGREGE22.

სწავლის საფასურის გადახდის ქვითარში მიეთითოს  სტუდენტის გვარი, სახელი, სემესტრი და საგანმანათლებლო პროგრამა.

მისამართი:

სულხან ცინცაძის #24; VI სართული, ოთახი #603.

საკონტაქტო  პირი: ეკატერინე გამრეკელაშვილი

მობ.: +995 599 409 551;  +995 577 71 50 70

 

სასწავლო პროცესი იწყება 18 სექტემბერს!

თბილისის დავით  აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს!