საკონტაქტო ინფორმაცია
დასახელება:თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მისამართი:თბილისი 0194. საბურთალოს ქუჩა №38ა
ტელეფონი:(+995 32) 37 88 66
(+995 32) 98 78 78
ფაქსი:(+995 32) 38 55 66
Email:tdasutdasu@yahoo.com
tdasu@posta.ge
WWW:www.tdasu.edu.ge

Counter



თქვენ ხართ ვიზიტორი №: 30297

საკონტაქტო ინფორმაცია

დასახელება: თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი 0194. საბურთალოს ქუჩა №38ა

ტელეფონი: (+995 32) 37 88 66

(+995 32) 98 78 78

ფაქსი: (+995 32) 38 55 66

Email: tdasutdasu@yahoo.com

tdasu@posta.ge

WWW: www.tdasu.edu.ge




აბიტურიენტთა საყურადღებოდ !


თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის

უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ შ ი

2009/2010 სასწავლო წლისათვის,

დამტკიცდა ახალი ფაკულტეტები,

შესაბამისად ახალი სპეციალობებით

.
  

   გახსენით -  თდასუ 2010-2011 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

   გახსენით -  ვაკანსიები მობილობისათვის

   გახსენით -  ფაკულტეტებისა და სპეციალობების ჩამონათვალი

   გახსენით -  იხილეთ ვაკანსიები


თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია.

თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი - თდასუ - დაარსდა 1992 წლის 6 აგვისტოს. თავისი არსებობის 17 წლის მანძილზე მან ღირსეულად მოიპოვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსი.

1992 წლიდან დღემდე მნიშვნელოვანი პერიოდია როგორც ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაციის, დაწესებულების, ისე უმაღლესი სასწავლებლის, ამ შემთხვევაში თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ცხოვრებაში. უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობა საზოგადოებისათვის მთლიანად გამჭვირვალეა, მისი შემფასებელი კი საკმაოდ ფართო აუდიტორიაა: სტუდენტები, მშობლები, პროფესორ-მასწავლებლები, საზოგადოება, ხელისუფლება და ა. შ.

თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მთავარი მონაპოვარია შესანიშნავი პედაგოგიური კოლექტივის, პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიციური გუნდის შექმნა; უნივერსიტეტის მიზანია ჰყავდეს არა მხოლოდ პროფესორებით დაკომპლექტებული, არამედ პროფესიონალიზმით გამორჩეული პედაგოგიური კოლექტივი, რომელიც დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელსაც მოითხოვს დღეს ჩვენგან, როგორც უმაღლესი სკოლისაგან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სწორედ ეს განაპირობებს სტუდენტთა მრავალრიცხოვან კონტიგენტს, საბოლოო ჯამში კი იმ ავტორიტეტს, რომლითაც უნივერსიტეტი სარგებლობს მონათესავე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.


თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ტარდება არაერთი ღონისძიება სტუდენტობის მაღალზნეობრივი აღზრდისათვის, მათ შორის აღსანიშნავია სტუდენტად კურთხევისა და სიყვარულის დღესასწაულები, სამეცნიერო კონფერენციები და სემინარები. 1999 წლიდან გამოდის საუნივერსიტეტო გაზეთი „აღმაშენებელი“, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ სტუდენტები; 2006 წელს გამოვიდა პერიოდული სამეცნიერო ჟურნალ „აღმაშენებელის“ პირველი ნომერი.

დავით აღმაშენებელი არის ერის სათაყვანებელი ადამიანი, რომელიც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ის იყო უდიდესი სარდალი, სახელმწიფო მოღვაწე და რეფორმატორი, რომლისთვისაც უმაღლესი ცნება იყო სამშობლო, საქართველო.

დავით აღმაშენებლის სახელის ტარება მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ზნეობრიობის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლო და უდიდესი პასუხისმგებლობაა.

საიტის შექმნის თარიღი:
1/06/2006
Copyright © tdasu.edu.ge All Rights Reserved.
Designed and Programmed by: M-A-L
საიტი ბოლოს განახლდა:
 13.07.2009.